სსიპ თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი “იკაროსი” ოფიციალურად გაიხსნა 2007 წლის 23 სექტემბერს. ცენტრი საზეიმოდ გახსნეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტმა ფრანჩესკო ფრანჯიალიმ.
ცენტრი ორიენტირებულია საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე. ჩვენი მიზანია მოვამზადოთ კვალიფიციური კადრი, რომელიც ასე სჭირდება ტურიზმის სფეროს. ამ სფეროს განვითარება კი ქვეყნის კეთილდღეობისა და მისი ეკონომიკური განვითარების ერთერთი გარანტია. სწორედ ტურისტულ სექტორში უნდა იქნას მოზიდული ინვესტიციები. ტურიზმის სექტორის განვითარება სამართლიანადაა ქვეყნის პრიორიტეტად მიჩნეული. ტურიზმის ინფრასტრუქტურა ქვეყანაში შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს, რაც თავისთავად სიღარიბის დაძლევის წინაპირობაა.
ცენტრი დღესდღეობით ამზადებს დაბალი და საშუალო რგოლის მომსახურე პერსონალს სერვისის სფეროში. რეაბილიტირებულ სასწავლებელში ფუნქციონირებს სამი ძირითადი პროგრამა: კულინარული ხელოვნების, სარესტორნო საქმის / კვებისა და სასმელების სერვისი / და სასტუმრო საქმის პროგრამები. გვაქვს 6 სპეციალობა. ესენია: მზარეული, მიმტანი, ბარმენი, სასტუმროს რეგისტრატორი / რეზერვაციის აგენტი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი და სარესტორნო საქმის სპეციალისტი. კურსების ხანგრძლივობა არის 1 და 2 წელი.
ცენტრის მიზანია მოამზადოს კადრი ტურიზმისა და სერვისის ყველა იმ სფეროსათვის, რომელზეც მაღალი მოთხოვნაა. ჩვენ მთლიანად ვართ ორიენტირებული დამსაქმებლის მოთხოვნაზე. დამსაქმებელი კი ითხოვს მაღალი კლასის სერვისს. Aმდენად, ჩვენს მიერ მომზადებული კადრი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამების დანერგვას, რადგან სერვისის სფეროში ასევე უმნიშვნელოვანესია პროფესიონალი საშუალო რგოლის მენეჯერებისა და სუპერვაიზერების მომზადება. ერთიანი ციკლი და მოდულარული სწავლება ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა საფეხურის კვალიფიკაცია მიიღოს.
რეაბილიტირებულ სასწავლებელში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის რომ რეალურად განხორციელდეს მაღალი ხარისხის სწავლება. ჩვენი სასწავლო სახელოსნოები არის აღჭურვილი უახლესი და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ყველა საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით ცენტრის ბაზა ტოლს არ უდებს დასავლეთ ევროპის კოლეჯებს.
![]() |
ცენტრი ორიენტირებულია საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე. ჩვენი მიზანია მოვამზადოთ კვალიფიციური კადრი, რომელიც ასე სჭირდება ტურიზმის სფეროს. ამ სფეროს განვითარება კი ქვეყნის კეთილდღეობისა და მისი ეკონომიკური განვითარების ერთერთი გარანტია. სწორედ ტურისტულ სექტორში უნდა იქნას მოზიდული ინვესტიციები. ტურიზმის სექტორის განვითარება სამართლიანადაა ქვეყნის პრიორიტეტად მიჩნეული. ტურიზმის ინფრასტრუქტურა ქვეყანაში შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს, რაც თავისთავად სიღარიბის დაძლევის წინაპირობაა.
ცენტრი დღესდღეობით ამზადებს დაბალი და საშუალო რგოლის მომსახურე პერსონალს სერვისის სფეროში. რეაბილიტირებულ სასწავლებელში ფუნქციონირებს სამი ძირითადი პროგრამა: კულინარული ხელოვნების, სარესტორნო საქმის / კვებისა და სასმელების სერვისი / და სასტუმრო საქმის პროგრამები. გვაქვს 6 სპეციალობა. ესენია: მზარეული, მიმტანი, ბარმენი, სასტუმროს რეგისტრატორი / რეზერვაციის აგენტი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი და სარესტორნო საქმის სპეციალისტი. კურსების ხანგრძლივობა არის 1 და 2 წელი.
![]() |
რეაბილიტირებულ სასწავლებელში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის რომ რეალურად განხორციელდეს მაღალი ხარისხის სწავლება. ჩვენი სასწავლო სახელოსნოები არის აღჭურვილი უახლესი და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ყველა საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით ცენტრის ბაზა ტოლს არ უდებს დასავლეთ ევროპის კოლეჯებს.
სასწავლო პროგრამები / კურიკულუმი და სასწავლო გეგმები შემუშავებულია ცენტრის მიერ მოწვეული პედაგოგებისა და პედაგოგ/ინსტრუქტორების მიერ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით. სხვადასხვა Gსაგნების მიხედვით გვაქვს შექმნილი სასწავლო მასალები და “ჰაიდლაინები” სტუდენტებისათვის. ვცდილობთ, სამეცნიერო მუშაობა არ შევწყვიტოთ და თანდათან უფრო დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ აღნიშნული პროგრამები თუ მასალები.
ცენტრში მოწვეული არიან პედაგოგები და პედაგოგ/ინსტრუქტორები ინდუსტრიიდან, მაღალი კლასის პროფესიონალები, რომლებიც გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს. ჩვენი პედაგოგების 30% არის სასტუმრო ქსელის მარიოტის მოქმედი მენეჯერი, ასევე გვყავს უცხოელი ლექტორები, ესპანელი და ბერძენი შეფ-მზარეულები, მენეჯერები თბილისის წამყვანი სარესტორნო ქსელებიდან.
“იკაროსი”-ს სტუდენტებმა წელს სასწავლო პრაქტიკები გაიარეს: სასტუმროებში – “მარიოტი”, “ქორთიარდ მარიოტი”, “შერატონი”, “კოპალა”, “ამბასადორი”, “ბეტსი”, ასევე კვების ისეთ ობიექტებში, როგორიცაა “ნიკალა”, “მეგალაინი”, “ტერასა”, აჭარის რეგიონის (ბათუმი, სარფი, გონიო) საუკეთესო სასტუმრო კომპლექსებში, რესტორნებსა და ბარებში.
სტუდენტთა დაახლოებით 10% პარალელურად სწავლისა უკვე დასაქმდა მაღალი კლასის რესტორნებში. ბევრ მათგანს კი ელოდება დამსაქმებელი.
სასწავლებელს ურთიერთობა აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლებთანაც ანხორციელებს სხვადასხვა პროგრამას, ასევე რამოდენიმე კოლეჯთან უცხოეთში. საერთაშორისო ექსპერტებისა და კოლეგების დახმარებით, ვფიქრობთ, “იკაროსი” დღესდღეობით ერთადერთია სადაც ასეთი მაღალი კლასის სერვისს ვაწვდით სტუდენტებს.